
ახალი BMW M5-ი, რომელიც დიდ კონკურენციას გაუწევს Mercedes-Benz E63 AMG–ს. M5 პირველად გამოვა ტურბირებული ძრავით.
ძველი V10–ის ადგილას ახალ M5-ში რვიანი ბიტურბირებული ძრავი გვხვდება, რომელიც ახალი X5 და X6–ისგან ერგო, თუმცა M5-ის ძრავისგან დამატებით 20 ცხენისძალა გამოწურეს და საბოლოოდ M5-ს 570hp ექნება.

ძრავს ერწყმის 6 საფეხურიანი ორმაგი მოჭიდების სიჩქარეთა კოლოფი, თუმცა მყიდველს სურვილის შესაბამისად სიჩქარეთა გადართვის წინა მოდელის კოლოფსაც დაუმონტაჟებენ. რა თქმა უნდა შემქმნელებმა ავტომობილის "სიმწვანეზეც" იზრუნეს: ახალი M5 აღჭურვილი იქნება start/stop-ის სისტემით, რომელიც საშუალებას იძლევა CO2-ის გამოყოფა შემცირდეს 25 გრამით კილომეტრზე.
მიუხედავად M5-ის ეკოლოგიურობისა, 100 კმ/სთ-მდე იგი ჩქარდება 4.5 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-მდეა ელექტრონულად შეზღუდული. რაც შეეხება გარეგან ცვლილებას, შესამჩნევია ახალი წინა ჰაერშემკრებები და 4 მაყუჩი, აგრეთვე უფრო დაბალი "პასადკა". ავტომობილის ოფიციალური პრემიერა პარიზის ავტო სალონში, ოქტომბერშია დაგეგმილი.
0 comments:
Post a Comment